ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება

18:23, 24.06.2026

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების განაჩენები გამოაცხადა მოსამართლემ. ნანა სანდერს შვიდი წლით, აბო ნავერიანსა და ანტონ უბერს ხუთ-ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდათ, მარიამ მეყანწიშვილს კი 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ოთხი ბრალდებულიდან სამი დღეს სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა. მათ საბოლოო სიტყვის უფლებითაც ისარგებლეს და განაცხადეს, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ანტონ უბერს სასჯელი დაუსწრებლად განესაზღვრა, რადგან იგი მიმალვაშია. პროკურატურის განცხადებით მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

მსგავსი