ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება

18:25, 24.06.2026

დღესვე გაფორმდა საპროცესო შეთანმხება ათონელის სასახლესთან მიმდინარე მოვლენების დროს დაკავებულ 12 მოქალაქესთან. ამ ეპიზოდზე ბრალდებულმა კიდევ ერთმა პირმა მანუჩარ მიქელაძემ კი საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხდა. მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანარჩენების შემთხვევაში კი ბრალის აღიარება, მონანიება, ერთი  წლით თავისუფლების აღკვეთა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი – ასეთი საპროცესო შეთანხმების პირობები. სახელმწიფო ბრალდება აღნიშნავს, აქამდე გაფორმებული სხვა საპროცესო გარიგებისგან განსხვავებული პირობები ამ ეპიზოდზე ბრალდებული პირების ქმედებებით არის განპირობებული. ე.წ. ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში სულ 64 პირი მიეცა, 34-თან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

მსგავსი