ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი

18:30, 11.12.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ალექსანდრე გოგოლაძის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 პირის ეპიზოდზე, პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. მათი ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის ევა შაშიაშვილის ადვოკატებმა, დაკავებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველი, ბრალდებულისა და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. პროკურორის განცხადებით, საპროცესო შეთანხმება აღიარების საფუძველზე ხდება, ამ ეტაპზე კი დაკავებული, დუმილის უფლებას იყენებს. ასევე, დღევანდელ პროცესზე, მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

მსგავსი