4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო სხდომები გრძელდება. ამ წუთებში მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერისა და კიდევ 10 პირის პროცესი მიმდინარეობს. იკვლევენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. პროკურატურამ საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მათი თქმით, დაზარალებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.