ჩავარდნილი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ვიდეო მტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლიეს. ასევე, პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ნანა სანდერმა და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისი განმარტებით, პოლიტპატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას აანონსებს. შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მუმლაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდებათ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება.