ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი
4 ოქტომბრის საქმის განხილვა გრძელდება.
ცოტა ხნის წინ დასრულდა 14 ბრალდებულის მორიგი პროცესი. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიებაც, უფლებადამცველები პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ყველა ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა. ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიას და რამაზ მამულაძეს, ედავებიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
ბრალი ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.