ჩავარდნილი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ათი პირის პროცესი გაიმართა. ბრალდებულებს შორის არიან ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. მათ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას ედავებიან. ბრალდებულებმა სასამართლოს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. თემის დეტალებს ხატია ჯამალაშვილი გვიამბობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

რა მიმართვა გაკეთდა პროცესზე და როგორ წარიმართა სასამართლო ? – ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე