ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ათი პირის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულებს შორის არიან ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები – პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. მათ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას ედავებიან. პროცესს ყველა ბრალდებული ესწრება პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა. ბურჭულაძემ სხდომაზე დასწრებაზე უარი თავად განაცხადა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს. კერძოდ – საუბარია, ვიდეო-მტკიცებულებების გამოკვლევაზე.