ჩავარდნილი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში. სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას ამბობენ. პროცესს ესწრებიან ბრალდებულებიც. ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. ბრალდება მათ ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. კიდევ ერთ ბრალდებულს, მარიამ მეყანწიშვილს კი ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ადანაშაულებს. რაც შეეხება ნანა სანდერს, მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება, რაც სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სანდრეს ასევე ბრალი აქვს წარდგენილი კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.