ჩავარდნილი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმე დასკვნით ეტაპზეა. საქმე ეხება ეპიზოდს, სადაც ოთხი ბრალდებული ფიგურირებს. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვა წარმოსთქვა, რის შემდეგაც პროცესი ერთი კვირით გადაიდო. დაცვის მხარის თქმით, პროკურატურამ დასკვნით სიტყვაში, ბრალდებულების მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 ბრალდებული იყო, მათგან 8-მ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.