ჩავარდნილი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

4 ოქტომბერის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ამ ეპიზოდზე დღეს განაჩენი უნდა გამოცხადდეს. ამ წუთებში ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობენ. ამის შემდეგ კი, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი სათათბიროდ გავა. საუბარია ზურაბ ჭავჭანიძეზე, ვლადიმერ გველესიანზე, ამირან დოლიშვილზე, ანტონ ვარდანიძეზე, ალექსანდრე ჩილაჩავაზე, გენადი კუპრეიშვილზე, სულხან ტუღუშზე და რამაზ მამულაძეზე. ამავე ეპიზოდზე ბრალდებულების ნაწილს საპროცესო შეთანხმება წინა კვირას გაუფორმდათ, ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.