ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი

18:18, 02.04.2026

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ ექვსი პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ. სასამართლოს ჩვენება  მისცეს პაატა მანჯგალაძემ, პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ. მათ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე და საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

მსგავსი