ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი

18:30, 02.03.2026

4 ოქტომბრის საქმეზე 14 პირის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაიკითხა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ზურაბ კუპრავა, ასევე მოუსმინეს საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელ იოსებ როსტიაშვილს და ექსპერტ-კრიმინალისტებს. ამ საქმეში ბრალდებულებს გამოძიება ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი