ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი

12:28, 02.03.2026

4 ოქტომბრის საქმეზე 14 პირის პროცესი იმართება – იკვლევენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. იკითხებიან ექსპერტები და საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. საუბარია ეპიზოდზე, რომელშიც ბრალდებულები არიან ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

მათ ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის აქვს წარდგენილი, ბრალდებულებს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასაც ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი