ჩავარდნილი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი

18:35, 26.02.2026

4 ოქტომბრის საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღეს იმსჯელეს – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ხუთი პირის ეპიზოდზე. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაიკითხა სამი მოწმე.  მათ შორის სამართალდამცავი და გამომძიებელი. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ პირებს, რამდენიმე მუხლით ედავება. მათ შორის არის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი