ჩავარდნილი დამხობის საქმე – საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, ინციდენტის ორგანიზატორების ნაწილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა.
საუბარია ლაშა ბერიძეზე, მურთაზ ზოდელავასა და გური ჟვანიაზე. პროკურორისა და ადვოკატების განცხადებით, ამ ეტაპზე პირობების დაზუსტება მიმდინარეობს, მათივე ინფორმაციით, სხვა ბრალდებულებიც აპირებენ გარიგების მოთხოვნას. 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების შედეგად სულ 64 პირი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე. მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედებათ ბრალად.