4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან აქციაზე დაკავებულ პირთა ნაწილი, დღეს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. საუბარია ალექსანდრე გოგოლაძეზე, გოჩა ყატაშვილზე, სულხან ამბალავაზე, რამაზ ჯორბენაძეზე, ჯანრი თირქიაზე, გენადი კეხილაშვილზე, დავით ღურწკაიაზე და ევა შაშიაშვილზე. მათ ბრალი აღიარეს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხება, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით შედგა. ამ ეპიზოდზე ბრალი არ აღიარეს და მოსამართლის განაჩენს ელოდებიან, სხვა დაკავებულები.
მაკა ლაშხია მუშაობს თემაზე.