თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენების ვიდეოჩანაწერები გამოიკვლია. დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, ნანა სანდერმა, შიმშილობა შეწყვიტა. ადვოკატის თქმით, სანდერმა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო. ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე, სანდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ნანა სანდერმაც და აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ის შესახლებულია, მის მიმართ არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი. სანდერსი თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 10 პირს, ბრალდება, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება.