ჩავარდნილი დამხობის საქმე

18:32, 18.12.2025

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ათი პირის პროცესი გაიმართა დღეს საქალაქო სასამართლოში. ბრალდებულებს შორის არიან, ე. წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. სხდომას ყველა ბრალდებული ესწრებოდა გარდა,  პაატა ბურჭულაძისა, რომელიც სასამართლო განხილვას, საკუთარი სურვილით არ დაესწრო.
მათ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას ედავებიან. გამოიკვლიეს , ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ „იუთუბიდან“ ჩამოტვირთული ვიდეო მასალა. მომდევნო სხდომაზე, სასამართლო განხილვა, კვლავ პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

მსგავსი