ჩაშლილი თუ გადადებული დიალოგი

21:06, 22.11.2025
რატომ არ სურს ბრიუსელს, მოისმინოს არგუმენტები თემებზე, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. ადამიანის უფლებების საკითხებზე ჩანიშნული დისკუსიის გადადების მიზეზი ოფიციალური თბილისისთვის გაუგებარი და მიუღებელია.
ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებათა მაგიდის აყირავების შემდეგ, ჯერ ისევ ბუნდოვანია, გადაიდო, თუ საერთოდ გაუქმდა შეხვედრა, სადაც საქართველოს მთავრობა დელეგაციას არგუმენტებს, მტკიცებულებებსა და ფაქტების დამადასტურებელ დოკუმენტებს ატანდა. საქართველო კვლავაც მზადაა, უპასუხოს შეკითხვებს, თუმცა, კონკრეტული დათქმები და პირობები დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის წითელი ხაზია.
გაურბის თუ არა ევროკავშირი დისკუსიას, გადადებული შეხვედრის პოლიტიკური მოტივები, ცარო კირვალიძის სიუჟეტში.

მსგავსი