რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
ომის დასრულების პროცესში დამატებითი კითხვის ნიშნები დიდ ბრიტანეთში დაგეგმილმა და მოგვიანებით ჩაშლილმა მოლაპარაკებებმა გააჩინა. გაერთიანებულ სამეფოში დაანონსებული ვიზიტი მარკო რუბიომ გააუქმა, მიზეზად კი გადატვირთული გრაფიკი დაასახელა. თუმცა არ შემდგარ მოლაპარაკებებს ყირიმის აღიარებასთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის კატეგორიულ პოზიციას უკავშირებს დასავლური მედია. მხარეებს შორის უთანხმოების მიზეზია სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული, ტრამპის შვიდპუნქტიანი არაოფიციალური მშვიდობის გეგმაც. კონსენსუსის არ არსებობის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე გაცხადებულ პოზიციას კიდევ ერთხელ იმეორებს და მოლაპარაკების პროცესიდან საერთოდ გასვლას არ გამორიცხავს. დღის ბოლოს ჩაშლილ მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა.