ჩაშლილი პანკისობა

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მონიტორინგს პანკისში შექმნილი 30-კაციანი ჯგუფი გაუწევს. ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახისა და ახლობლების მიერ გამართულ აქციაზე გახდა ცნობილი. სწორედ მაჩალიკაშვილების მოთხოვნით ჩაიშალა დღეს პანკისში დაგეგმილი სახალხო ზეიმი. მათ საქმის ხელახალი გამოძიება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს. დღევანდელ პროტესტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი.

ამ წუთებში  მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე თბილისშია და პარლამენტთან ზაზა სარალიძესთან ერთად აქციას მართავს. მათი მოთხოვნები უცვლელია და ისინი მათი შვილების გარდაცვალებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ. სარალიძე და მაჩალიკაშვილი ღამის გათევას კვლავ პარლამენტის წინ აპირებენ.