ჩასაბერი საკრავების საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

22:03, 15.05.2026

მუსიკალური ღონისძიება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.

ქართული სცენა ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტებზე ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს და ჩასაბერ საკრავთა ორკესტრებს აერთიანებს. ფესტივალი „ჯორჯიან ბრას“ მრავალფეროვან პროგრამას და ქართველი და უცხოელი ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს მოიცავს.

კონცერტების გარდა ფესტივალის მონაწილე უცხოელმა შემსრულებლებმა დამწყები მუსიკოსებისთვის მასტერკლასებიც მოაწყვეს. საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიება მიზნად ისახავს ჩასაბერ საკრავთა პოპულარიზაციას და ამ ინსტრუმენტებით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას.

მსგავსი