ჩარლი კირკის პანაშვიდები სტადიონზე გაიმართება

15:17, 14.09.2025

მოკლული ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი 21 სექტემბერს, არიზონაში, სტადიონზე გაიმართება, რომელიც 60 ათასზე მეტ ადამიანს იტევს. ამის შესახებ ინფორმაციას კირკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია სოციალურ მედიაში ავრცელებს. როგორც მოსალოდნელია, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. 31 წლის ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.

მსგავსი