ჩარლი კირკის მკვლელობა – სამართლებრივი და პოლიტიკური ბრალდებები 

21:33, 17.09.2025

გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულის პირველი სასამართლო პროცესი – ცნობილი კონსერვატორი კომენტატორისა და აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. პროკურატურა დაკავებული ტაილერ რობინსონის მიერ მეგობრისთვის გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინების შინაარსს ასაჯაროებს და ამტკიცებს, რომ ბრალდებულის აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს. ბრალდების მხარე რობინსონის სიკვდილით დასჯას მოითხოვს. მას შვიდი დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი. თეთრ სახლში ტრამპის აქტიური მხარდამჭერისა და კონსერვატიული ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელის მკვლელობას რადიკალ მემარცხენეებს უკავშირებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები ტერორის და პოლიტიკური ძალადობის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. მათ შორის დასახელდა „სოროსის ფონდი“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ვიზების გაუქმება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას საჯაროდ ზეიმობდნენ.

მსგავსი