ჩარლი კირკის მკვლელობა – ეჭვმიტანილი დაკავებულია
თითქმის დღე-ნახევრიანი ძებნის შემდეგ, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის 22 წლის ტაილერ რობინსონია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მამამ მიიყვანა. ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ მათთან ბოლო შეხვედრისას რობინსონმა კირკი საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა. გამოძიების ვერსიით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დანაშაული. კონსერვატიული შეხედულებების მქონე კირკს და ტრამპის აქტიურ მოკავშირეს, რომელიც პოპულარულ პოდკასტს უძღვებოდა და ახალგაზრდულ კონსერვატიულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა, სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში, უნივერსიტეტში მიმდინარე პრეზენტაციის დროს მიაყენეს. გავრცელებული მასალების მიხედვით, თავდამსხმელი სროლის შემდეგ შენობის სახურავიდან გადახტა და მიიმალა. მკვლელობის თანამდევი არაერთგვაროვანი რეაქციების და დამცინავი განცხადებების გამო, ოფიციალურმა ვაშინგტონმა საპასუხო ზომების მიღება გადაწყვიტა. სახელმწიფო დეპარტამენტიდან ამერიკის საკონსულოებს დავალება მიიღეს.