ჩარიცხვები პროფესიულ სასწავლებლებში – ეროვნული გამოცდების შედეგები
ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სამი ათასზე მეტი ახალგაზრდა სწავლას პროფესიულ კოლეჯში დაიწყებს. აბიტურიენტებს წელს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა გამოცდების წინ, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად სასურველი პროფესიული პროგრამები და კოლეჯები შეერჩიათ. ისინი, ვინც გამოცდებში მინიმალური ზღვარი გადალახა, პროფესიულ პროგრამებზე ავტომატურად ჩაირიცხნენ. აბიტურიენტებისგან ჯგუფები უკვე დაკომპლექტებულია, სასწავლებლები პარალელურად ტრადიციული, საშემოდგომო მიღებისთვისაც ემზადებიან. როგორც ირკვევა, ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვის შესაძლებლობამ, კოლეჯების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ნიშნავს თუ არა კადრების დეფიციტის ფონზე, პროფესიული კოლეჯის დამთავრება გარანტირებულ სამსახურს და რომელ სპეციალობებზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა – ცარო კირვალიძე გიამბობთ.