ჩარგალში სახალხო დღესასწაული მიხაობა აღინიშნა

დღეს ჩარგალში სახალხო დღესასწაული მიხაობა აღინიშნა. ათეულ წელზე მეტია, პოეტის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს – 25 იანვარს უამრავი ადამიანი ფშავში მის საფლავთან იკრიბება. ფშავის 12 თემის დროშაც ამ დღეს მის საპატივცემულოდ გამოაქვთ.

ეროვნულ გმირს პატივს ძველი ფშაური საბრძოლო ტრადიციების მიხედვითაც მიაგებენ და სპეციალურ რიტუალებს ატარებენ. მიხა ხელაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, ფშავში სახალხო დღესასწაული უკვე ტრადიციად იქცა და ყოველ წელს იმართება.