ჭარბვალიანობის პრობლემა

პრემიერის მიერ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დაწყებულ რეფორმას „ადვოკატთა ასოციაცია“ ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას ჭარბვალიანობასთან ბრძოლის საკუთარ ხედვას სთავაზობს და დაანონსებული რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა მევახშეების საქმიანობის კანონსაწინააღმდეგო ქმედებად გამოცხადება, ასევე ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება, რომელიც ფიზიკურ პირებს გაკოტრებულად ცნობის საშუალებას მისცემს.

დაზარალებული მოქალაქეების საგანგაშო სტატისტიკის გამო, მევახშეების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ლომბარდებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ პარლამენტში, სადაც შესაბამის კანონში ცვლილებები უკვე ინიცირებულია.