ჭაქვინჯის ციხის რეაბილიტაცია
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება. ძეგლი სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ციხე მეთვრამეტე საუკუნით არის დათარიღებული და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ნაგებობებს თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები აქვს.