მორიგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც უკვე წლებია გადარჩენის მოლოდინშია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხე ევროპის განსაკუთრებულ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა შვიდეულში მოხვდა. ნიადაგის ეროზიამ ციხის ეტაპობრივი ნგრევა გამოიწვია, ამ პროცესმა კი სოფლის მოსახლეობასაც შეუქმნა საფრთხე. თემა მისი სენსიტიურობიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში მოამბის ეთერში არაერთხელ გაშუქდა, ამავე ეთერში ისმოდა არაერთი დაპირება, თუმცა ძეგლი ისევ საფრთხეშია. ციხე-სიმაგრის კონსერვაციის სამოქმედო დოკუმენტის დასრულება ამჯერად მაისში იგეგმება, რის შემდეგაც პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს.
უფრო მეტს ნატალია ბერულავა და მურად ფარცვანია მოგიყვებათ.
მოამბე რეგიონები