ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ნეგატიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაუწყებელი დამოუკიდებლობის ნაკლებობას განიცდის, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის პოპულარიზაციას. ბრალდებებს საქართველოს პირველი არხი კატეგორიულად უარყოფს, არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი მანდატისა და ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. არ გააჩნია არც პოლიტიკური მიკერძოება და არც რომელიმე ძალასთან დაკავშირებული ინტერესები. საქართველოს პირველი არხი გაფართოების ანგარიშის განხილვაში არ შედის, თუმცა დოკუმენტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კრიტიკული შინაარსის ფორმულირებებს, საქართველოდან, კონკრეტული ჯგუფების მიზანმიმართულ ქმედებებსა და ინტერესს უკავშირებს.