ჩანაწერი ევროკომისიის ანგარიშში – მხარეთა პოზიციები
სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებები საქართველოს სახელით გამოაქვს – ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციის ამ პრინციპს 4 ნოემბერს ევროკომისიის სახელით გამოქვეყნებული ანგარიშის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა და შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ?
დოკუმენტის პათოსს მართლმსაჯულების გაჯანსაღების აუცილებლობაზე ქართული ოპოზიცია ერთხმად იზიარებს, თუმცა, განსხვავებულია ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ნაწილს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა არჩევა-დანიშვნა უცხოელი ექსპერტების დახმარებითაც და მის გარეშეც შესაძლებელია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ვეტინგის სისტემას მიესალმება.
რეკომენდაციები ევროპული ინტეგრაციისთვის, თუ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა, ვინ როგორ კითხულობს ბრიუსელის პოლიტიკურ დოკუმენტს საქართველოში – ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართველი მოსამართლეების სასარგებლოდ უკვე არაერთხელ გადამოწმდა.