ჩამოწერილი ვალები

ამ წუთის ინფორმაციით, სესხი 407 064-ზე მეტ ადამიანს ჩამოეწერება.

სწორედ ამ რაოდენობის მოქალაქეთა მონაცემებია განთავსებული ვებ-გვერდ vali.ge-ზე, რომელიც სპეციალურად ვალების განულების პროგრამისთვის შეიქმნა. ამ მომენტისთვის საიტზე ექვსი ბანკიდან გაგზავნილი სიებია ატვირთული. ფონდი „ქართუ“ დამუშავებულ მონაცემებს პროექტში ჩართული სხვა ბანკებიდან და საფინანსო ორგანიზაციებიდან უახლოეს დღეებში ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

ამ დროის მონაცემებით, 407 000-ზე მეტი მოქალაქის სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა უკვე 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, თუმცა თანხა გაიზრდება, რადგან, წინასწარ დაანონსებული გეგმის მიხედვით, სესხების ჩამოწერის პროგრამა 600 000-ზე მეტ ადამიანზე უნდა გავრცელდეს. საუბარია 2 000 ლარის ფარგლებში აღებულ და წლების განმავლობაში არგადახდილ სესხებზე, რომელთა ჩამოწერის პროცესი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.