ჭალის ტყის აღდგენის პროექტი
ქვემო ქართლში 65 ჰექტარზე ჭალის ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოები გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე ჭალის ტყის მასივში ხორციელდება. ტერიტორია წლების განმავლობაში უსისტემო ჭრისა და პირუტყვის საძოვრად გამოყენების შედეგად დაზიანდა, რამაც ჭალის მუხისა და თელის ბუნებრივი განახლება შეაფერხა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორია უკვე შემოიღობა და გასულ წელს 25 000 ნერგი დაირგო. მიმდინარე წელს კი სააგენტო დამატებით კიდევ 25 ათასი ჭალის მუხის დარგვას გეგმავს.