ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე – გლობალური საფრთხე მსოფლიო ეკონომიკისთვის
ბლოკადაში მოქცეული საზღვაო გზა და ყოველდღიურად მიღებული სერიოზული ზარალი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. შავი ოქროს ფასი 28 თებერვლის შემდეგ მზარდია, ბოლო მონაცემებით, ბარელი ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწია. სპარსეთისა და ომანის ყურეების დამაკავშირებელი სრუტე და გეოპოლიტიკურად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული არხი, რომლითაც მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადის, ირანს მის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან ჩაკეტილი აქვს. შედეგად გლობალური ეკონომიკა ყოველდღიურად ზარალდება – სპარსეთის ყურიდან მიწოდების ჯაჭვის წყვეტის გამო საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი იზრდება, ნეგატიური ეფექტი საგრძნობია საქართველოშიც. თუ საომარი მოქმედებები დროულად არ დასრულდება, ექსპერტები ნავთობის სულ უფრო მეტ დანაკარგს, ფასების კიდევ უფრო მატებას და ევროპის ქვეყნებისთვის საწვავის დეფიციტს პროგნოზირებენ.
საერთაშორისო სააგენტოების და მკვლევრების მძიმე პროგნოზები შალვა სუმბაძემ მოისმინა.