ჩაის კრეფის სეზონი გურიაში 

გადმოცემის თანახმად, პირველი ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩნდა, როდესაც მეფე ერეკლე მეორეს სამოვარი აჩუქეს. მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ჩაის პირველი ბუჩქი მამია გურიელის ბაღში გაჩნდა, მიხეილ ერისთავმა კი პროდუქტი პრიმიტიული წესით დაამუშავა და 1864 წელს გამოფენაზე გაიტანა. ათწლეულებმა დაადასტურა, რომ საქართველოს შავი ზღვისპირეთი ჩაის კულტურისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, გურია კი წარმოების ეპიცენტრად იქცა.

როგორია დღეს რეალობა და რა სჭირდებათ ადგილობრივ მეწარმეებს ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად – თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟში.