ჩაის ფესტივალი

12:32, 24.08.2026

ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში. მოეწყო 65 მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა ქართული ჩაის დამზადების მასტერკლასი. მიზანი ჩაის წარმოების პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. საღამო მუსიკალურად გურული ფოლკლორის შემსრულებლებმა გააფორმეს. ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი