თბილისის განვითარების ფონდი ჭადრაკის სასახლის რესტავრაციას იწყებს. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. ამჟამად, შენობის გარე ფასადის განახლება ხდება. მეორე ეტაპზე კი შენობის შიდა ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. აღნიშნული შენობა 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს.