თბილისის ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია იწყება.
70 წლების დასაწყისში აგებული შენობა, უკვე რამდენიმე წელია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს, თუმცა მძიმე მდგომარეობაშია. ფაქტობრივად განადგურებულია სასახლის ისტორიული დარბაზი. რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და სამუშაოები სრულად მომდევნო წელს უნდა დასრულდეს. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მომდინარეობს ვერის პარკის რეაბილიტაციაც, დედაქალაქს განახლებული რეკრეაციული სივრცე მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის დაუბრუნდება.