ჭადრაკის დედოფალი იუბილარია

18:01, 28.06.2026

ჭადრაკის მსოფლიო სიმბოლო 85 წლის გახდა. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელმაც ვაჟთა შორის გროსმაისტერის წოდება მიიღო, იუბილარია. ნონა გაფრინდაშვილის კარიერა წლების განმავლობაში ანგრევდა სტერეოტიპებს და ადგენდა სტანდარტებს, როგორც სპორტულ ოსტატობაში, ისე ლიდერობასა და ქალთა როლის გაძლიერებაში. ცხოვრების მანძილზე მას სპორტის არაერთი ჯილდო და სახელმწიფო ორდენი აქვს მიღებული, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის ასევე ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელია. ტიტულოვანი მოჭადრაკის და გამორჩეული სპორტული ფიგურის იუბილე თბილისში, რუსთაველის თეატრში აღნიშნეს, სადაც ქართველ ოსტატს საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო გადასცეს. ის ამ ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე წერილობით მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, რომელმაც სპორტსმენის შეუფასებელ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. 5 წლის ასაკში ძმების მიერ ნასწავლი პირველი სვლა და მსოფლიო აღიარება – კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჭადრაკის დედოფლის განვლილ გზას და უნიკალურ კადრებს, რომელიც პირველი არხის არქივში ინახება.

მსგავსი