ჩაბუქის ექსტრადირების საქმე

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო პროცესი 19 თებერვლისთვის გადაიდო.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჩაბუქის ადვოკატმა ექსტრადირებაზე პროკურატურის შუამდგომლობის და სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების გასაცნობად დრო ითხოვა. დაკავებულის ადვოკატი არ ეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობას, არგუმენტად კი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვები მოჰყავს.

იმ შემთხვევაში თუ პირველი ინსტანციის სასამართლო ექტრადიციის გადაწყვეტილებას მიიღებს, ადვოკატი უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

ჩაბუქის მეუღლეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

დატოვე კომენტარი