ცესკოში სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და ონლაინ ჩატი იმუშავებს

მთელი დღის განმავლობაში ცესკოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს. მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 51 00 51; იფუნქციონირებს ონლაინ ჩატიც.

დღის განმავლობაში ცესკოს მედიაცენტრში ბრიფინგები გაიმართება.