ცესკოს განცხადება

რა საქმიანობა განახორციელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის – თამარ ჟვანიამ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მედიას შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ცესკოს თავმჯდომარემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, მხარეებთან უკეთესი თანამშრომლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არჩევნებში სრულყოფილად მონაწილეობისთვის ჩატარდა. მისივე ინფორმაციით, დაიხვეწა ონლაინ რეგისტრაციის პროგრამის შესაძლებლობები .