ცესკო ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს პასუხობს

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. ცესკო დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს ყურადღებით მიადევნონ თვალი. პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობაა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს ატარებს.

დატოვე კომენტარი