ცესკო-ში რეგისტრაცია დასრულდა

თბილისის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს. დედაქალაქის საკრებულოში კი პროპორციული სიით შესვლას 32 პარტია შეეცდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა მერობის კანდიდატებისა და პარტიული სიების გარდა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინეს. ცესკო-ში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ვადა გუშინ დასრულდა.