ცესკო-ში პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

ცესკო-ში პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. პრეზიდენტობის სურვილი სულ 42-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანის გვარს საარჩევნო ბიულეტენზე ვიხილავთ.

პროცედურის მიხედვით, მათ ჯერ მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ამისათვის მათ ვადა 18 სექტემბრამდე აქვთ. ეს პროცედურა უკვე გაიარა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ხელმოწერები ცესკო-ში დღეს წარადგინა.

დეტალებით ცესკო-დან ნათია ქენქაძე გვიერთდება.