ცესკო-ში 17 საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა
თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება გრძელდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17-მა საარჩევნო სუბიექტებმა მიმართა. მათგან 14 უკვე რეგისტრირებულია, სამი კი განხილვის პროცესშია. არჩევნებისთვის რეგისტრირებული არიან პარტიები: „ქართული ოცნება“, „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გახარია საქართველოსთვის“; „გირჩი“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „მამული, ენა, სარწმუნოება“; „სახალხო ხელისუფლება“; „საქართველო“; „მემარცხენე ალიანსი“; „ქართველ ერთობა“; „მწვანეთა პარტია“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ და „თავისუფალი საქართველო“.
ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რეგისტრაციის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება სამი პარტიისთვის. ესენია: „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ და „დემოკრატთა ალიანსი“.