ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტური პოსტი  

ვინ შეცვლის თამარ ჟვანიას – ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი იწყება. მანამდე პრეზიდენტმა ჯერ კონკურსი უნდა გამოაცხადოს. აკადემიური წრის წარმომადგენლებით და არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია წარდგენილი განაცხადებიდან სამ კანდიდატურას შეარჩევს და სალომე ზურაბიშვილს წარუდგენს, რომელიც საბოლოოდ პარლამენტს, სამიდან ორ კანდიდატს შესთავაზებს. ამის შემდეგ პროცესი უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, სადაც შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი 100 ხმით უნდა აირჩიონ. ამიტომ საჭიროა კანდიდატურის გარშემო ფართო პოლიტიკური კონსენსუსი. საკითხის სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში კანდიდატს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით და 5 წლის ნაცვლად, ექვსი თვის ვადით დაამტკიცებენ.

დატოვე კომენტარი