ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი

ვინ იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმინეს.

გასაუბრება ხუთივე კანდიდატმა გაიარა. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საკონკურსო კომისიამ სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს და საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნოს. სალომე ზურაბიშვილი კი საბოლოოდ ორ კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. ცესკო-ს კანდიდატებს შორისაა მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილიც, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება მესამედ სურს. მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა აგვისტოში ეწურება.